ჩვენს ისტორიას 2010 წლიდან ვწერთ. ყველაფერი პატარა იდეით დაიწყო და მალე ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. მე და ჩემი და, ქეთი, ერთად ვმუშაობთ: ქეთი ქმნის საოცარ ნახატებს და ეს ნახატები ქსოვილზე გადაგვაქვს. პროცესი რთულია, კეთება სახალისო, ტექნოლოგია კი ახალი.
ჩვენთვის თითოეული ნამუშევარი პატარა თავგადასავალია. თავად პროცესი – ნახატის შექმნიდან მზა სუფრამდე – ძალიან გვიხარია და გვჯერა, რომ ამ სიხარულს თქვენთანაც გავიზიარებთ.
ჩვენ ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რომლებიც უსაფრთხოა და რეცხვაშიც არ იცვლიან ფერს. ამიტომ, რასაც ჩვენგან მიიღებთ, ის მხოლოდ ლამაზი ნივთი კი არა, ჩვენი ხედვის ისტორიაა.